USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
საქართველოს უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა
дата:  3150
„ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტის, უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა. მათგან, სამი, თბილისსა და ქუთაისში, არის ოფიციალური მატჩებისთვის. აშენდა 7 ტექნიკური კომპლექსიც. აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. მნიშვნელოვანი სამუშაოა გაწეული მესხის სახელობის სტადიონზე.
 
ეს რეალურად იყო კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც, მთელ რიგ ასპექტებში, მშენებლობას უტოლდება. ფაქტობრივად, თავიდან მოეწყო ყველა საინჟინრო სისტემა - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით. სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებაში თუ მომსახურებაში ჩართულ ადამიანებს შექმნილი ექნებათ იდეალური პირობა მუშაობისთვის. სამუშაოების 95% შესრულებულია, დარჩენილია წვრილმანი, მოსაპირკეთებელი და ტესტირების სამუშაოები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული ინფრასტრუქტურა დახვდება არა მხოლოდ უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, არამედ შემდგომში, სტადიონები უმასპინძლებს ნებისმიერი დონის, როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის ტურნირს,- “ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
 
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში
 
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა
 
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати