USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია - ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მიმდინარე ჯავშნების გაუქმება/გადავადება 35%-იდან 100%-მდე
Date:  643

საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ (GTA) არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე წევრ ორგანიზაციებში (256 წევრი) ჩაატარა მოკვლევა, რათა გამოევლინა მიმდინარე პროცესების ეფექტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევამ აჩვენა:

1. ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მიმდინარე ჯავშნების გაუქმება/გადავადება 35%-იდან 100 %-მდე.

2. არსებული მდგომარეობის მიზეზით გაუქმდა სამომავლო ჯავშნების 10 %-იდან -35 %-მდე.

ასოციაციის ცნობით, განსაკუთრებით თვალსაჩინო ბიზნეს (MICE) ტურიზმის მიმართულებით არსებული შეფერხებაა, რაც ნოემბერ-დეკემბერში სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

"ქვეყნის პოლიტიკურ/ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია გამოინახოს საჯარო სექტორის ხელთ არსებული ყველა საშუალება დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და სტაბილურ გარემოს შექმნას.

ასოციაცია კიდევ ერთხელ გმობს მოქალაქეების მიმართ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას. მტკიცედ გვჯერა, რომ მალე შევუერთდებით ევროპულ ოჯახს და ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება ჩვენი მომავალია!!

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ ტურიზმის ინდუსტრიაზე აისახა.

შედეგად, უახლოესი პერიოდი ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის იქნება ურთულესი, როგორც ბიზნესის შენარჩუნების, ასევე შემდგომში მისი განვითარების კუთხით", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way