USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ნიუ-იორკში გაეცნენ
თარიღი:  626

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაში New York Travel and Adventure Show მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის 10-მდე წარმომადგენელი წარდგა.

გამოფენას დაესწრო ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსული მაკა ბართაია.

New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა წამყვან ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

New York Travel and Adventure Show-ს 25 ათასამდე სტუმარი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში, ნიუ-იორკში, სამოგზაურო მედია კონფერენციაზე International Media Marketpalace (Tracel Media Conference)წარდგა.

International Media Marketpalace-ის მონაწილეები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. კონფერენციაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაური ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები იყვნენ გაერთიანებულები.

ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის