USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენ
дата:  510

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.

ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.

ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორებირილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია ავრცელებს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати