USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
საქართველოს ტოპ-100 ყველაზე მოგებიანი კომპანია
თარიღი:  2907

შოთა ტყეშელაშვილი

დადასტურებულია Grant Thornton-ისა და Ebit ჯგუფის მიერ.

2.9 მილიარდი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე კომპანიებმა 2018 წლის განმავლობაში ჯამურად გამოიმუშავეს.

Forbes Georgia-ს რეიტინგი კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ეფუძნება. მასში არ შედიან ის კომპანიები, რომლებშიც საკონტროლო პაკეტს საქართველოს მთავრობა ფლობს.

ყველაზე მაღალი მოგების მქონე კომპანიების სიის პირველ ათეულში საბანკო, სატრანსპორტო, კომუნიკაციების, აზარტული თამაშებისა და ჯანდაცვის სფეროებში მოღვაწე კომპანიები შედიან.

 

 კომპანიის სახელი

შემოსავალი ლარებში 

1. თიბისი ბანკი

საფინანსო სექტორი

                  437,435,000

2. საქართველოს ბანკი

საფინანსო სექტორი

                  343,528,000

3. შპს ტავ ურბან საქართველო

საჰაერო და სატრანსპორტო მომსახურება

                    164,102,000

4. შპს მაგთიკომი

კომუნიკაციები

                    123,573,000

5. შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი

მშენებლობა

                    95,062,000

6. შპს ავიატორი (adjarabet.com)

აზარტული თამაშები

                    80,505,000

7. სს მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია

საფოსტო/საამანათო გზავნილების მომსახურება

                    67,292,000

8. სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი და ჯიპისი)

ჯანდაცვა, ფარმაცია

                    59,096,000

9. სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები

                    57,800,000

10. ლიბერთი ბანკი

საფინანსო სექტორი

                    52,001,428

11. შპს მარსი (კრისტალბეთი)

აზარტული თამაშები

                  48,715,000

12. შპს RMG Gold

სამთო მოპოვება, მეტალურგია

                    45,043,000

13. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

სასმელების წარმოება

                    38,883,000

14. სს ენერგო - პრო ჯორჯია

ენერგეტიკა

                    38,608,000

15. შპს ფულკრუმ

მონაცემთა ცენტრის საქმიანობა

                  37,863,000

16. ბაზისბანკი

საფინანსო სექტორი

                  37,292,000

17. სს რუსთავის აზოტი

ენერგეტიკა

                36,624,000

18. შპს ავერსი-ფარმა

ჯანდაცვა, ფარმაცია

                    34,372,000

19. შპს ანაგი

მშენებლობა

                  31,556,000

20. შპს ჯი-ემ-პი

ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება

                    29,491,000

21. შპს ორბი 2005

მშენებლობა

                    29,152,000

22. შპს ჯეი თი აი კავკასუს

თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა

                    29,025,000

23. პროკრედიტ ბანკი

საფინანსო სექტორი

                  28,591,660

24. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი

საფინანსო სექტორი

                    28,586,000

25. შპს ფერი

მშენებლობა, ენერგეტიკა

                    28,514,000

26. შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

წყალმომარაგება, ენერგეტიკა

                  28,015,000

27. სს თელასი

ენერგეტიკა

                    27,628,000

28. ვითიბი ბანკი

საფინანსო სექტორი

                    26,949,000

29. სს m2 უძრავი ქონება

დეველოპმენტი

                    26,633,000

30. შპს ჯეოსთილი

მეტალურგია

                    25,801,000

31. შპს პსპ ფარმა

ჯანდაცვა, ფარმაცია

                  25,297,000

32. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                  23,897,000

33. შპს დემასი

სარემონტო მასალებით ვაჭრობა

                  20,953,000

34. MSC Mediterranean Shipping Company SA (შპს ემ-ეს-სი ჯორჯია)

საზღვაო გადაზიდვები

                    20,729,000

35. შპს ელიზი ჯგუფი

თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა

                  19,461,000

36. ლილო ჯგუფი

ვაჭრობა

                19,357,822

37. შპს გაზ თრეიდინგ

ვაჭრობა

                    19,246,000

38. ჯგუფი თეგეტა მოტორსი

ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა,
შემდგომი მომსახურება

                    19,242,000

39. სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია

სასმელების წარმოება

                  19,155,000

40. ტერაბანკი

საფინანსო სექტორი

                    18,136,228

41. ქართუ ბანკი

საფინანსო სექტორი

                17,480,794

42. სს „ჯგუფი სადაზღვევო კომპანია ალდაგი“

დაზღვევა

                  16,884,000

43. სს ხრამჰესი II

ენერგეტიკა

                  15,241,000

44. შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“

აზარტული თამაშები

                  14,727,956

45. შპს რედ-კო

დეველოპმენტი

                      14,495,000 

46. სს Hualing International Special Economic Zone

თავისუფალი ეკონომიკური ზონა

                  13,692,000

47. შპს გლობალფარმი

ფარმაცია

                  13,621,000

48. კრედო ბანკი

საფინანსო სექტორი

                    13,469,639

49. შპს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ჯანდაცვა

                  12,885,000

50.შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“

ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები

                12,757,634

51. შპს საბა კონსტრაქშენი

მშენებლობა

                    12,644,000

52. ჰალიკ ბანკი

საფინანსო სექტორი

                    12,556,000

53. შპს მაქრო ქონსთრაქშენ

დეველოპმენტი

                  12,542,000

54. შპს ტოიოტა კავკასია

ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა,
შემდგომი მომსახურება

                12,512,000

55. შპს ბი ემ სი გორგია

სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობა

                    12,463,0000

56. შპს ეი თი იუ ჯორჯია

ე.წ. უბაჟო ვაჭრობა - DUTY FREE

                  12,217,000

57. შპს დუთი ფრი ჯორჯია

ე.წ. უბაჟო ვაჭრობა - DUTY FREE

                  11,540,000

58. შპს „მშვიდობა“ (კაზინო)

აზარტული თამაშები

                  11,212,637

59. შპს ყვარლის სარდაფი

ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ვაჭრობა

                  10,810,131

60. ჯი-თი გრუპი

ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა,
შემდგომი მომსახურება

                10,468,000

61. შპს „REAL PALACE”

დეველოპმენტი

                  10,374,289

62. შპს გეოდისტრიბუცია

თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა

                    10,289,000

63. შპს მანგანუმ ლოჯისტიკი

ვაჭრობა, მეტალურგია

                  10,267,000

64. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი“

საფინანსო სექტორი

                      9,908,000

65. შპს გზა

მშენებლობა

                      9,785,461

66. შპს მოდუსი

ვაჭრობა

                    9,706,000

67. შპს ბეთლაივი

აზარტული თამაშები

                    9,696,000

68. შპს ჯიდიაი

დისტრიბუცია

                  9,394,000

69. შპს იუ-ჯი-თი

კომპიუტერული და ვიდეოაუდიოტექნიკით ვაჭრობა

                    9,328,000

70. პს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია

ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა

                    9,263,000

71. შპს შარმ ტრეიდინგი

ვაჭრობა

                    9,145,000

72. რუსთავის ფოლადი

მეტალურგია

                    8,827,000

73. შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი)

ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა

                  8,751,000

74. შპს Dar Building

დეველოპმენტი

                  8,697,073

75. შპს თბილღვინო

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                    8,646,000

76. შპს ალტა

კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და
ვიდეოაუდიოტექნიკით ვაჭრობა

                      8,568,000

77. შპს პეის ჯორჯია

ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები

                    8,402,000

78. შპს ქართული სადისტრიბუციო- მარკეტინგული კომპანია 

ვაჭრობა, დისტრიბუცია

                    8,271,000

79. შპს ჯი არ სი 

სამშენებლო მასალების წარმოება, იმპორტი

                    8,197,000

80. შპს „პრინცესს ბათუმი“ (კაზინო)

აზარტული თამაშები

                    8,075,837

81. სს სარაჯიშვილი

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                    7,899,590

82. შპს „აპტოს“

ჯანდაცვა

                    7,751,565

83. შპს „მონოლით ჯგუფი“

მეტალურგია

                    7,661,583

84. შპს საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ

ვაჭრობა, სარესტორნო საქმიანობა

                    7,589,000

85. სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი”

დაზღვევა

                    7,504,000

86. შპს ტიფლისკი ვინნი პოგრებ

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                      7,470,000

87. სს ქართული ლუდის კომპანია

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                      7,371,000

88. Jacobs საქართველო

ყავის ნაწარმით ვაჭრობა

                    7,353,223

89. სს „თიბისი დაზღვევა“

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                    7,326,000

90. სს „კორპორაცია ქინძმარაული“

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                  7,144,965

91. სს ნიკორა

სავაჭრო ქსელები და კვების წარმოება

                    6,986,000

92. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია

მეტალურგია

                    6,635,000

93. შპს გაგრა პლუსი

ვაჭრობა

                    6,617,000

94. სს „თბილისი ცენტრალი“

უძრავი ქონება

                    6,421,000

95. შპს თ და კ რესტორნები (მაკდონალდს საქართველო)

სწრაფი კვების რესტორნები

                     6,317,000

96. შპს GVMT Group

ალკოჰოლური სასმელების წარმოება

                  6,235,903

97. შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები

კვების მრეწველობა

                    6,215,000

98. China Tianchen Engineering Corporation (TCC)

მშენებლობა, ენერგეტიკა

                  6,070,833

99. შპს ომეგა

კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და ვიდეოაუდიოტექნიკით ვაჭრობა

                      5,798,000

100. სს „ოპპა“

საფინანსო საგადახდო მომსახურება

                     5,699,000

 

მეთოდოლოგია:

რეიტინგის შედგენისთვის გამოყენებულია კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული, 2018 წლის ფინანსური ანგარიშები. მეთოდოლოგიის მიხედვით, რეიტინგში მხოლოდ კერძო სექტორი მონაწილეობს, შესაბამისად, მასში სახელმწიფო კომპანიები არ შედიან.

კერძო კომპანიების მიერ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე მომზადდა 200-ზე მეტი კომპანიისგან შემდგარი ლონგ- ლისტი, რომლიდანაც სიაში მხოლოდ ყველაზე მაღალი მოგების მქონე 100 კომპანია დარჩა.

რეიტინგის არაერთ წევრს ეკუთვნის შვილობილი ორგანიზაციები. თითოეულის შემთხვევაში რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსები არის გაერთიანებული.

არაერთი მსხვილი კომპანია, მაგალითად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ვაჭრობით დაკავებული კომპანიები 2018 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მოგების ნაცვლად სოლიდურ ზარალზე არიან, შესაბამისად, ისინი ამ სიაში არ ხვდებიან.

წყარო:https://forbes.ge/news/10261/

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.