USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია შეჩერებულია
Date:  700

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სიცრუეს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თემურ ცამციშვილის განცხადებას, „თითქოსდა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია შეჩერებულია, ნაგებობა დანგრეული და მიტოვებული, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 მილიონი ლარი - დაკარგული“.

როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრო ინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯს რეაბილიტაცია დაიწყო 2020 წელს. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, გაიმარჯვა „სამშენებლო კომპანია N1“-მა, რომელთანაც 2020 წელს დაიდო ხელშეკრულება. კომპანიამ დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კოლეჯის კორპუსის მცირე ნაწილის, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას, დემონტაჟი მოხდა, ტერიტორიიდან გატანილ იქნა სამშენებლო ნარჩენები, შესრულდა ასევე, სხვა სამუშაოები, თუმცა, სამშენებლო კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. 2022 წლის 4 აპრილს შეუსრულებელი ვალდებულების მოტივით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. უნივერსიტეტმა ასევე მიმართა სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესს და გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვით ნაწილს ზედამხედველობას უწევდნენ აკრედიტებული, მაღალი კლასის დამოუკიდებელი ექსპერტები.

ამ და სხვა ფაქტების გამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად აცხადებს - თემურ ცამციშვილმა სრულიად შეგნებულად, ჩვენი აზრით, პოლიტიკური მოტივით, დაამახინჯა ფაქტები და საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. ეს იმ დროს, როცა, 2010 წელს, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მინისტრი დიმიტრი შაშკინი) 18 ერთეულით შეამცირა (მათ შორის, იმერეთის რეგიონში ხუთიდან ოთხი) პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა. გაუქმებულ კოლეჯებს შორის იყო დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით 1925 წლის ოქტომბერში გახსნილი სასწავლებელი/კოლეჯი, სადაც 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო თანამედროვე ტექნიკითა და საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი და გადაეცა სოფლის მეურნეობის კორპორაციას. მიუხედავად სტუდენტების და მასწავლებლების საპროტესტო აქციებისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი არ აღადგინა.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის აღდგენა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობით, დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კოლეჯის აღსადგენად ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 6.7მლნ. ლარი, საიდანაც გახარჯულია 3 მლნ.400 ათასი ლარი და რომ არა სამშენებლო კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დღეს კოლეჯის კორპუსი ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული.

დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო ატარებს ექსპერტიზას ხარჯვითი ნაწილის მართლზომიერების დასადგენად, ასევე, სასამართლოში მიმდინარეობს უნივერსიტეტის სარჩელის განხილვა, რომლითაც სტუ სამშენებლო კომპანიას უხარისხო და შეუსრულებელი სამუშაოსთვის 0.8 მლნ. ლარს ედავება, ხოლო ჯარიმის სახით კომპანიას გადახდილი აქვს 330 ათასი ლარი. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას და განახლდება კოლეჯის რეაბილიტაციის პროცესი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დაინტერესების შემთხვევაში, საზოგადოებისა და მას მედიის წარმომადგენლებისათვის ღიაა, მზად არის თანამშრომლობისა და დოკუმენტაციის გასაჯაროებისთვის“,- აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way