USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს
дата:  3011

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას.

აღნიშნულ თემაზე მედიასაშუალების მიერ მომზადებული მეორე სიუჟეტი დეზიფორმაციის იმდენად მყარ ჩარჩოშია მოქცეული, რომ სიცრუის ტირაჟირებით ყოველგვარ მორალურ ფარგლებს სცდება. სიუჟეტში გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი, ცილისმწამებლური გზავნილები და უნივერსიტეტის ქონების ნაწილის ვითომდა გასხვისების, საეჭვო გარიგებების, დავით ხიდაშელის მიერ საქველმოქმედო ფონდში ერთი მილიონის ოდენობით შენატანის გაკეთების შესახებ მტკიცებით ფორმაში ასე ხელაღებით საუბარი უკიდურესად შურაცხმყოფელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისთვის, მაშინ როდესაც მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ღიად ითანამშრომლოს მედიასთან. „ფორმულას“ ჟურნალისტს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა არაერთხელ განუმარტეს, რომ ფონდი, რომელიც ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია, საქველმოქმედოა და მიზნად ისახავს მხოლოდ უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას და მისი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, რომ საქველმოქმედო ფონდი არ არის შემხებლობაში უნივერსიტეტის არც ძირითად საქმიანობასთან, არც საუნივერსიტეტო ქონებასთან. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „ფორმულა“ ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებს, რომ „დავით ხიდაშელმა უკვე შეიძინა რამდენიმე შენობა კოსტავას 77 ნომერში. ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე არსებული დიდძალი ქონების ნაწილი უკვე რუსი ბიზნესმენის სახელზეა. დავით ხიდაშელმა ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფუძნა სპეციალური ფონდიც, სადაც პირველი შენატანი - ერთი მილიონი გაკეთებულია. ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გარდა, რუს ბიზნესმენს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კეთილგანწყობაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადაეცა“ და ა.შ.  ურცხვად იღვრება სიცრუისა და ცილისწამების მთელი კასკადი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერიდან, რაც საქმეში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა შეიძლება იოლად ირწმუნოს კიდეც.  

 გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების გამიზნულად ტირაჟირება, რასაც ასე მიზანმიმართულად ეწევიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და რითაც ცდილობენ გაამყარონ დეზინფორმაციაზე აგებული საკუთარი მოსაზრებები, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - უნივერსიტეტის ბოლომდე დისკრედიტაციას, მისი ღირსების შელახვასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად მოითხოვს ტელეკომპანია „ფორმულასგან“, მტკიცებულების სახით, დაუყოვნებლივ საჯაროდ წარმოადგინოს უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისების ან საქველმოქმედო ფონდში ერთმილიონიანი შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულს ტელეკომპანია „ფორმულა“ ვერ შეძლებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი სინამდვილეში არ ჰქონია - არათუ უნივერსიტეტის ქონების ნაწილი, ქონების მისხალიც არ გასხვისებულა; რაც შეეხება უნივერსიტეტის განვითარების საქველმოქმედო ფონდს, ის ჯერ ფორმირების პროცესშია და შესაბამისად, შენატანის სახით, ფონდში ერთი მილიონი არ შესულა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მიზნით მსგავსი სიცრუის ტირაჟირება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანმიმართულად აგორებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფლებას იტოვებს, სიმართლის დასადგენად სამართლებრივ გზებს მიმართოს. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ მოითხოვს, ეს მიმართვის ტექსტი უცვლელად გადასცეს თავის ეთერში.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати