USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  779

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია, ევროპული გზა კი - უალტერნატივო. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ურყევ პოზიციას - საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია უალტერნატივო პროცესი. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო, შეინარჩუნა და განავითარა - „მამული, ენა, სარწმუნოება“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ამდენად, თქვენ ვერ მოიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის ან პედაგოგებისთვის შეეზღუდა სამოქალაქო აქტივობა - ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივს ვცემთ. ასევე, ვაცხადებთ, რომ უნივერსიტეტის ვალდებულებაა გაითვალისწინოს ყველა სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესები და უზრუნველყოს უწყვეტი სასწავლო პროცესი.

მტკიცედ გვჯერა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებაში არსებული ყველა საჭირბოროტო პროცესის შესახებ აზრთა აკადემიური დუღილი მიმდინარეობს და არ არის გარედან იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი სხვადასხვა მოტივაციით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითია. 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის არც ერთ ეტაპზე, ლიდერებს სტუდენტებისთვის არ მოუწოდებიათ ჩაეშალათ სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტივისტი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არადა, იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი - დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იყვნენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმეს დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას, როცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, სასტიკად მოკლული 21 ადამიანიდან, ხუთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული იყო.

დღეს, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნისთვის განათლება და მეცნიერება არის ის ფუნდამენტი, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს გზას უხსნის ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცისკენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს გლობალურ კვლევებსა და კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში - CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტები, იაპონიაში - KEK-ის და J-PARC-ის COMET ექსპერიმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - FERMILAB-ის LBNF/DUNE ექსპერიმენტი, გერმანიაში იულიხის ცენტრთან მიმდინარე ერთობლივი კვლევები და სხვა. მომავალში, ეს პროცესები სწორედ თქვენი, განსწავლული და ერუდირებული ახალგაზრდების მონაწილეობით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ.

ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის გვერდით დგას. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც! კომუნიკაცია არ წყდება, მიუხედავად ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციისა - ისინი ყველანი ჩვენი სტუდენტები, ჩვენი შვილები არიან! ამის ნათელი მაგალითი არის დღეს, 16 მაისს თუ უფრო ადრე, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სტუდენტებთან შეხვედრები და დიალოგი”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.