USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ
თარიღი:  696

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, რომლის მთავარი მიზანი და მოვალეობა მომავალი თაობის აღზრდა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა, ვისთვისაც ორგანული იქნება როგორც ეროვნული, ისე საუკეთესო დასავლური ფასეულობები.

ჩვენ ქვეყნის პატრიოტები უნდა აღვზარდოთ, რომლებიც, დიდი წინაპრების მსგავსად, თვითონაც იტყვიან მნიშვნელოვან სიტყვას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპული და საერთაშორისო სივრცის განვითარებაში.

როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, „ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა - განათლებასა და წიგნიერებაში“.

ჩვენთვის დაუშვებელია სხვისი აზრის მიუღებლობა და გაუმართლებელი აგრესია.

სწორედ, დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვს განსხვავებული აზრის პატივისცემას და შესვლას დისკუსიასა და კამათში და არა - დაპირისპირებაში. 

ჩვენთვის ძვირფასია საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის და ღრმად სწამს, რომ, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევითა და ქართველი ხალხის ნებით, საქართველო საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“, - აღნიშნულია სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სპეციალური განცხადება აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღო.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის