USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით, აქცია გამართეს
თარიღი:  759

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. 

„ვაპროტესტებთ უნივერსიტეტის რექტორის კრიმინალურ წარსულს. უნივერსიტეტს მართავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ასევე, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, სადაც ორიენტირება არ ხდება სტუდენტებზე და ვერ ვახერხებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.

თუ არ გადადგება რექტორი, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომელიც უფრო მწვავე ფორმის იქნება" -, განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ერისთავმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელისა განაცხადებით, ყველაფერი რასაც აქციის მონაწილეები რექტორზე ამბობენ, არის ტყუილი და ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ ამ ყველაფერზე.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის