საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.
„ვაპროტესტებთ უნივერსიტეტის რექტორის კრიმინალურ წარსულს. უნივერსიტეტს მართავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ასევე, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, სადაც ორიენტირება არ ხდება სტუდენტებზე და ვერ ვახერხებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.
თუ არ გადადგება რექტორი, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომელიც უფრო მწვავე ფორმის იქნება" -, განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ერისთავმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელისა განაცხადებით, ყველაფერი რასაც აქციის მონაწილეები რექტორზე ამბობენ, არის ტყუილი და ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ ამ ყველაფერზე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.