USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
Tbilisi
საქართველოს სწრაფი კვების ქსელების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით
Date:  1312

საქართველოში, სწრაფი კვების სექტორის მთლიანი შემოსავლები რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს, მათ შორის ყველაზე დიდი შემოსავლებით საერთაშორისო ბრენდების ქართული ფრენჩიზები არიან.

საქართველოში ამჟამად სწრაფი კვების 4 გლობალური მოთამაშე არის წარმოდგენილი, ესენია: McDonald’s-ი, Wendy’s-ი, Dunkin Donuts-ი, KFC და Subway. რესტორნების რაოდენობითა და შემოსავლებით #1 ადგილზეა McDonald’s-ი. მას საქართველოში კომპანია “თ და კ რესტორნები” წარმოადგენს, რომელიც 21 რესტორნით და ლოგისტიკური ცენტრით საქმიანობს. საქართველოს სწრაფი კვების რიგით მეორე მოთამაშეა KFC, რომელსაც ქვეყანაში Iberia Food Company-ი წარმოადგენს.

სწრაფი კვების სექტორი ბოლო რამდენიმე წელია ტექნოლოგიური გარდაქმნის პროცესში იმყოფება, რაც პირველ რიგში მიტანის სერვისის სწრაფ განვითარებას უკავშირდება, რამაც კომპანიების საქმიანობის მოდელი შეცვალა.

სწრაფი კვების კომპანიების 2022 წლის შედეგები ჯერჯერობით საჯარო არაა, თუმცა ცნობილია მათი 2021 წლის შედეგები, რომლის მიხედვითაც სექტორის პირველ სამ პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდები, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი შაურმის ქართული ბრენდები არიან.



რეიტინგში წარმოდგენილი არიან კომპანიები, რომელთაც 2021/2022 წლის ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებული აქვთ. ცალკეული ბრენდების ფინანსური ინფორმაცია კი ცნობილი არაა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way