USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
საქართველოს სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
თარიღი:  385
ორგანიზაცია "Open Data Watch"-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
ODIN-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
✔ ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი და ჩეხეთი) და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია.
✔ იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მალაიზია.
✔ ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას "Open Data Watch" უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/…/countryProfileUpdated/GEO…. ამასთან, სისტემა წლების მიხედვით მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა.
✔ 2022 წელს ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა.
✔ შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია "Open Data Watch"-ის ვებ-გვერდზე.
✔ ODIN-ის 2022/23 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე odin.opendatawatch.com/report/worldMap).
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის