USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Тбилиси
საქართველოს სპორტსმენთა გუნდი ოლიმპიური თამაშების გახსნაზე
дата:  314

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონია ფოიერვერკით დაიწყო. წელევანდელ სანახაობაზე მინიმალისტურ სტილზე გაკეთდა აქცენტი, რაც ნაკლებ მონაწილეს და მეტ დისტანიცას გულისხმობს.

გახსნის ცერემონიას 1000-მდე ადამიანი, ძირითადად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებიან.

საზოგადოების წინაშე წარდგნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო. იაპონიის დროშის აღმართვის რიტუალი კი ეროვნული ჰიმნის თანხლებით ჩატარდა. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ, ასევე მათ, ვინც ოლიმპიური ოჯახის ნაწილი იყვნენ. ახლა კი მოედანზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ეროვნული დროშები გამოაქვთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ბევრი მონაწილე უშუალოდ მათი გამოსვლის წინ ჩავა იაპონიაში. წელს ოლიმპიადას სპორტის ხუთი ახალი სახეობა დაემატება: ბეისბოლი / სოფთბოლი, კარატე, სკეიტბორდი, სპორტული ცოცვა და სერფინგი. ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლების გარეშე ტარდება, 8 აგვისტოს დასრულდება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ოლიმპიადა „უსაფრთხო და დაცული" იქნება.

„ტოკიო 2020“ გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

 

 
спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати