USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ყავს - გიორგი მათიაშვილი
Date:  2209

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ის თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.

გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. გიორგი მათიაშვილმა დანიშვნისა და წარდგენისთვის ქვეყნის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაწეული საქმიანობისთვის ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი და მაღალი დონის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რასაც 3 წელი და 7 თვე მე ვიყავი შეჭიდებული. ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას ეს დასჭირდება", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

სამუშაო გამოცდილება:

01/07/2020 - დღემდე თავდაცვის ძალების მეთაური

25/12/2019 - 01/07/2020 - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი.

16/12/2018 - 25/12/2019 - თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი;

 01/04/2016 - 16/12/2018 - სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე;

09/11/2012 - 01/04/2016 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

30/06/2012 - 09/11/2012 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;

30/08/2010 - 30/06/2012 - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

 05/03/2007 - 30/08/2010 - სახმელეთო ჯარების სარდლობა, შტაბი, G-3 ოპერატიული სამმართველო, სამმართველოს უფროსი;

25/12/2006 - 05/03/2007 - სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს  ოპერაციების დაგეგმარების განყოფილების უფროსი;

16/12/2006 - 25/12/2006 - სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს ოპერაციების დაგეგმარების ოფიცერი;

30/12/2005 - 16/12/2006 - I ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი;25/07/2004 - 30/12/2005 - სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მომზადების კურსის უფროსის მოადგილე;27/05/2003 - 25/07/2004 - სერჟანტთა მომზადების სკოლის სერჟანტთა მოსამზადებელი კურსის სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე;
05/02/2001 - 27/05/2003 - სწრაფი რეაგირების ძალები, ბაზა "კოჯორი" დაზვრვის სამსახური სამსახურის უფროსი;
20/06/1999 - 05/02/2001 - მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის მსუბუქი ქვეითი ასეულის 1-ლი საიერიშო ოცეულის მეთაური;
25/03/1999 - 20/06/1999 - არასაომარი სამხედრო ოპერაციათა მოსამზადბელი ცენტრის სადაზვერვო სადივერსიო ასეული"კომანდო"-ს იარაღის ოცეულის მეთაური;
14/12/1998 - 25/03/1999 - მცირე ინტენსივობის კონფლიქტში სამხ. ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრის უფროსის განკარგულება, ოცეულის მეთაური;
10/08/1994 - 14/12/1998 - გაერთიანებული სამხედრო აკადემია კურსანტი.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way