USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს
Date:  1772

სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა – 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

სამეული ასე დაკომპლექტდა:

1. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)

2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)

3. გიორგი მიქაუტაძე („მეცი“/„ლიონი“)

გიორგიმ 2023-24 წლების სეზონში „ვალენსიის“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრა ჩაატარა, ერთი მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის „მშრალად“ შენახვა და, რამდენიმე ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან გამოდის. 2024 წლის 26 მარტს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთთან პენალტების სერიაში მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის, ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმული პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.

გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ითამაშა. მამარდაშვილი რამდენიმე გამოცემამ და ანალიტიკურმა ვებგვერდმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. შედეგად, transfermarkt-მა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.

გაზეთი „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 1993 წლიდან ასახელებს. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალიასტებს შორის ტარდება. წელს გამოკითხვაში რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

წლევანდელი გამოკითხვა 2023 წლის აგვისტოდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way