USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ბარსელონას გამოფენაზე ეცნობიან
თარიღი:  906

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024  წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს.

IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს  წევრი 7 კომპანია, ასევე  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, IBTM World 2024-ის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. საქართველოს სტენდთან მიმდინარებს პრეზენტაციები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

„საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად გამოფენას კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასტუმროები და ტურისტული სერვისების მიმწოდებელი კომპანიები ესწრებიან. მხოლოდ საკონვენციო ბიუროსთან 120-მდე შეხვედრა,  ხოლო კერძო სექტორის თითო წარმომადგენელთან დაახლოებით 60 შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს მიმართულებაზე და ინტერესი დიდია. მრავალი დაინტერესებული პირი მოდის ჩვენთან,  ეცნობა  საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს ტურიზმის მიმართულებას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ.

IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის