USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ
Date:  

ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ.

 სამწუხაროდ, პერიოდულად სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა.

ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც თავისი ათასწლეულობით კუთვნილი ტერიტორიების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ საკუთრებას ადასტურებს, კერძოდ, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაციით, და ამ დროს იმავე ქვეყნის მოქალაქეთა თუნდაც უმცირესი ნაწილი აღნიშნულ პროცესს ეწინააღმდეგება და ებრძვის.

დღეს ამ საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად ბატონი დავით ხიდაშელის სახელი წამოწიეს. აბრალებენ და შეურაცხყოფენ ადამიანს იმის გამო, რომ მან საქართველოში ჩამოიტანა უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას 1936-41 წწ. ჩათვლით გვიჩვენებს.

მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შედგა პრინციპული და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის საზღვრის დამდგენ ხაზს 1938 წლის მდგომარეობით აღიარებს. ბატონი დავითის მიერ სწორედ ამ წლების კარტოგრაფიული მასალა იქნა გადაცემული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, არა მარტო რუსული რუკა, არამედ ამერიკულიც და გერმანულიც, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს 1936-41 წლებში საქართველოს სასარგებლოდ საზღვრავს. გარდა ამისა, ბატონმა დავითმა საქართველოს გადასცა 200-ამდე უნიკალური კარტოგრაფიული მასალა, რაც უდავოდ ქვეყნის სიმდიდრეა.

 

დეზინფორმაციის შემქმნელები ხაზს უსვამენ მხოლოდ რუსულ, 1936-38 წლების რუკას და დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალაა, რომელიც იურიდიულად დამოწმებული სახით არ მოგვეპოვებოდა და ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტაში, მაგრამ მათი მიკერძოებულობა იქიდან ჩანს, რომ ისინი არაფერს ამბობენ ამერიკულ და გერმანულ კარტოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ბატონმა დავითმა ჩამოიტანა და ზუსტად, იდენტურად იმეორებენ 1936-38 წლებში რუსეთში გამოშვებული კარტოგრაფიული მასალის სასაზღვრო ხაზს!

ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ.

დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way