USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
საქართველოს სამეფო სახლის განცხადება
თარიღი:  1772

საქართველოს სამეფო სახლი თავის ოფიციალურ ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს იმის სესახებ.რომ  2020 წლის 29 იანვარს, ესპანეთში ქალაქ მადრიდში მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონი დაესწრო მისი სამეფო უმაღლესობის ინფანტა დონა პილარ ბურბონ და ბურბონ, ბადახოსის ჰერცოგინიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სულის მოსახსენებელ მსახურებას.

"მადრიდი, ესპანეთი
2020 წლის 29 იანვარი
მისი სამეფო უმაღლესობა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონი დაესწრო მისი სამეფო უმაღლესობის ინფანტა დონა პილარ ბურბონ და ბურბონ, ბადახოსის ჰერცოგინიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სულის მოსახსენებელ მსახურებას.
მისი უდიდებულესობა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ეს პირადი მიწვევით უფლისწული დავითი მეფე ფელიპე მეექვსესთან და დედოფალ ლეტიციასთან, მეფე ხუან კარლოს I და დედოფალ სოფიასთან, ასევე განსვენებული ინფანტას შთამომავლებსა და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო მესას სან ლორენცო დე ელ ესკორიალის ბაზილიკაში.
ინფანტა დონა პილარ ბურბონ და ბურბონი გახლდათ მეფე ხუან კარლოს I-ის და , ხოლო ამჟამინდელი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ეს მამიდა.
მესას უძღვებოდა კასტრენცეს არქიეპისკოპოსი ხუან დელ რიო. მესას ასევე დაესწრო რამდენიმე სამეფო სახლი.
ინფანტა დონა პილარ ბურბონ და ბურბონი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ვაჟის, ბარსელონას გრაფ ხუან ესპანელის უფროსი ასული. დაიბადა 1936 წლის 30 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ კანში. 2020 წლის 8 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფიბის შემდეგ გარდაიცვალა მადრიდში .
განსვენებული ინფანტა დონა პილიარი 1967 წლის 5 მაისს, დაქორწინდა ესპანელ დიდგვაროვანზე, ესტრადასა და ლა ტორეს ჰერცოგ ლუის გომეს-ასებოზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა
ინფანტა დონა პილარი ცნობილი იყო მისი დაუვიწყარი საქველმოქმედო საქმიანობით"

На изображении может находиться: в помещении

На изображении может находиться: 16 человек, люди стоят

На изображении может находиться: 2 человека, люди стоят, костюм и на улице

წყარო:https://www.facebook.com/TheRoyalHouseOfGeorgiaOfficialPage/

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის