USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თარიღი:  972

ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან მოკლე პროგრამაში 68,99 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში - 129,62. სპორტსმენმა ორი პროგრამის შედეგად 198,61 ქულა დააგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გუშინ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 191,88 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, შარშან კი კონტინენტის პირველობაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმული ცეკვების პროგრამაში 73,82 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეათე ადგილით დაასრულა. თავისუფალი ცეკვების პროგრამით ისინი ყინულზე 1 თებერვალს გამოვლენ. ასევე 1 თებერვალს იასპარეზებს ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პორგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის