USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
Date:  1912

რთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია, პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა. თუმცა, შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ, მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება. მერე ისევ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მოიგერია გოლკიპერმა. 33-ე წუთზე კი საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე კაშიამ ჩიპოლინას დაასწრო და ანგარიში გაზარდა. სამწუხაროდ, ჯოლისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო წიტაიშვილმა და გიორბელიძემ შეცვალა.

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი გუნდი უტევდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა: კვარაცხელიას მეკარემ არ გაატანინა, ლობჟანიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ჩაკვეტაძემ შორიდან სამჯერ ააცილა კარს, შემდეგ ძელმა იხსნა სტუმრები, ბოლოს კი ლობჟანიძემ ორი ჩინებული პასით მიქაუტაძესა და ყაზაიშვილს გაატანინა.


შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - გიბრალტარი 4:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)


საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40), ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე

გიბრალტარი: კოულინგი, რ.ჩიპოლინა, ენესლი (მოული 66), ბრიტო, ვაისმანი, ჯოლი (ვალარინო 66), ლოპესი, რონანი (ტორილა 46), ლ. კაშიარო, სტიჩი (კუმბსი 46), უოლკერი (ერნანდესი 73)
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way