USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Tbilisi
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ამარცხებს - გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა
Date:  

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ანგარიშით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

region
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way