USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს 1:0-ს უგებს - პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა
თარიღი:  876

უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა.

გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.

ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის