უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა.
გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.