USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა (ვიდეო)
Date:  708
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა.
 
აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.
 
გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება. აღსანიშნავია, რომ ბაქო თბილისი ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way