საქართველოს რკინიგზის დირექტორმა დავით ფერაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 23.5 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა.
საკრინიგზო და ლოგისტიკური გადაზიდვებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა ამავე პერიოდში 141 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთანავე, გადაზიდული ტვირთების მოცულობა 3 მილიონი ტონაა და მომატებულია სამგზავრო გადაყვანების შემოსავლებიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამგზავრო გადაყვანების შემოსავალი, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა.
2021 წელს კი 2016 წლის შემდეგ პირველად, რკინიგზა მოგებაზე გავიდა. კომპანიის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის მოგება 53 მილიონი ლარი იყო.
კიდევ ერთხი სიახლე, რის შესახებაც რკინიგზის დირექტორმა ისაუბრა, სატრანზიტო დერეფანში ახალი ტვირთების მოზიდვაა. დავით ფერაძის თქმით, მაისში საქართველომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვებიც დაიწყო.
"მაისში ნავთობის გადაზიდვები დაიწყო. რაც შეეხება დერეფანის გამტარუნარიანობას, ყაზახეთიდან არაერთი სუბიექტია, ესაა კასპიის ნავსადგური, შემდეგ აზერბაიჯანის პორტი და აზერბაიჯანის რკინიგზა, შემდეგ საქართველოს რკინიგზა, ტერმინალები და სანაოსნო შავ ზღვაში. დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზას აქვს უნარი გაატაროს, დაახლოებით, 27 მილიონი ტონა ტვირთები. რა თქმა უნდა, რაღაც შეფერხებები ყოველთვის იქნება, როდესაც საუბარია ახალ ტვირთებზე. ამაზე უკვე ორი თვეა ვმუშაობთ და გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და ადმინისტრაციებთან. ამ ეტაპზე შეფერხებას ვერ ვხედავთ. დღეს გვინდა, დერეფანში დავიტოვოთ გარანტირებული ტვირთი, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგაც დარჩება ჩვენ დერეფანში.
4 წელია საქართველოს რკინიგზას ზრდის ტრენდი არ შეუწყვეტია, 2021 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 10%-იანი მატება იყო გადაზიდვების. ამ ეტაპზე 12-13 მილიონ ტონას ვატარებთ და სიმძლავრის ნახევარი უკვე ათვისებულია.
მოდენიზაციის პროცესის დასრულებისთანავე, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 48 მილიონ ტონამდე. დერეფანში ყველა ბიზნესუბიექტმა უნდა ჩადოს ინვესტიციები, თავის პორტებში, ტერინალებში. ჩვენთანაც არის გამოწვევა, ლოკომოტივების დამატება დაგვჭირდება, პარკის განახლება დაგვჭირდება, ასევე დაგვჭირდება ლიანდაგების კიდევ უფრო გაუმჯობესება", - ამბობს ფერაძე.
“საქართველოს რკინიგზა” 100%-ით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიის აქტივები 2.25 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო კომპანიის ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც წამყვან პოზიციას $500-მილიონიანი ევროობლიგაცია იკავებს, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოუშვა.
წყარო:https://bm.ge/ka/
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.