USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
"საქართველოს რკინიგზამ" I კვარტალი 23-მილიონიანი მოგებით დაასრულა
თარიღი:  1040

საქართველოს რკინიგზის დირექტორმა დავით ფერაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 23.5 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. 

საკრინიგზო და ლოგისტიკური გადაზიდვებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა ამავე პერიოდში 141 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთანავე, გადაზიდული ტვირთების მოცულობა 3 მილიონი ტონაა და მომატებულია სამგზავრო გადაყვანების შემოსავლებიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამგზავრო გადაყვანების შემოსავალი, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა.

2021 წელს კი 2016 წლის შემდეგ პირველად, რკინიგზა მოგებაზე გავიდა. კომპანიის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წლის მოგება 53 მილიონი ლარი იყო. 

კიდევ ერთხი სიახლე, რის შესახებაც რკინიგზის დირექტორმა ისაუბრა, სატრანზიტო დერეფანში ახალი ტვირთების მოზიდვაა. დავით ფერაძის თქმით, მაისში საქართველომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვებიც დაიწყო. 

"მაისში ნავთობის გადაზიდვები დაიწყო. რაც შეეხება დერეფანის გამტარუნარიანობას, ყაზახეთიდან არაერთი სუბიექტია, ესაა კასპიის ნავსადგური, შემდეგ აზერბაიჯანის პორტი და აზერბაიჯანის რკინიგზა, შემდეგ საქართველოს რკინიგზა, ტერმინალები და სანაოსნო შავ ზღვაში. დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზას აქვს უნარი გაატაროს, დაახლოებით, 27 მილიონი ტონა ტვირთები. რა თქმა უნდა, რაღაც შეფერხებები ყოველთვის იქნება, როდესაც საუბარია ახალ ტვირთებზე. ამაზე უკვე ორი თვეა ვმუშაობთ და გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და ადმინისტრაციებთან. ამ ეტაპზე შეფერხებას ვერ ვხედავთ. დღეს გვინდა, დერეფანში დავიტოვოთ გარანტირებული ტვირთი, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგაც დარჩება ჩვენ დერეფანში.

4 წელია საქართველოს რკინიგზას ზრდის ტრენდი არ შეუწყვეტია, 2021 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 10%-იანი მატება იყო გადაზიდვების. ამ ეტაპზე 12-13 მილიონ ტონას ვატარებთ და სიმძლავრის ნახევარი უკვე ათვისებულია.

მოდენიზაციის პროცესის დასრულებისთანავე, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 48 მილიონ ტონამდე. დერეფანში ყველა ბიზნესუბიექტმა უნდა ჩადოს ინვესტიციები, თავის პორტებში, ტერინალებში. ჩვენთანაც არის გამოწვევა, ლოკომოტივების დამატება დაგვჭირდება, პარკის განახლება დაგვჭირდება, ასევე დაგვჭირდება ლიანდაგების კიდევ უფრო გაუმჯობესება", - ამბობს ფერაძე. 

“საქართველოს რკინიგზა” 100%-ით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიის აქტივები 2.25 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო კომპანიის ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც წამყვან პოზიციას $500-მილიონიანი ევროობლიგაცია იკავებს, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოუშვა.

წყარო:https://bm.ge/ka/

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის