USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საქართველოს პროკურატურის განცხადება საქმეზე - "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ"
თარიღი:  858
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ - საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა.
ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტი - დანიელ ჟან ზაპპელლი.
ექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში.
კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს:
• შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი,
• ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი,
• პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,
• პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე,
• ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე,
• შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე,
• ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატის პრეზიდენტი,
• ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატის პრეზიდენტი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციის მიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.
გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევის მიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის