USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - ბრალდებულებმა 111 000 000 აშშ დოლარის და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს
Date:  246

საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით მილიონი აშშ დოლარისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი უკანონო წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, მათ დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების გამოყენებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს.

ასევე,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ მიერ კონტროლირებადი უცხოური საბანკო ანგარიშებიდან, საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოახდინეს და კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის მრავალჯერადი ბუნდოვანი და ფიქტიური ტრანზაქციები განახორციელეს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით ამავე პერიოდში დაახლოებით 11 000 000 ლარად, შეიძინა ქობულეთში მდებარე ჯამში 21 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასე არსებული შენობა-ნაგებობები.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულებმა 111 000 000 აშშ დოლარის და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1 760 000 ევრო, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი 21 ათასი კვ.მ. საინვესტიციო მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

საგამოძიებო ორგანოს აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციაში, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

ფიზიკურ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 13 იურიდიულ პირს, ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ინტენსიურ გამოძიებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way