USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
Date:  421

საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და იტალიაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ პანდემიამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველო - იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, მედიცინის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის.

იტალიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში როგორც ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პარალელურად მნიშვნელოვანია ასევე, სოლიდარობა ფინანსური თვალსაზრისითაც.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც ორი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრებს შორის, იტალიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.

როგორც საუბრისას აღინიშნა, საჭიროა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს და როგორც სეტჯიო მატარელამ აღნიშნა, 2018 წელს საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. სერჯიო მატარელამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა.

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way