USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა
თარიღი:  421
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა „ევროპალია“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის