ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.