USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 126 მედლით დაასრულა
дата:  886
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 126 მედლით დაასრულა.
 
რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - მარჯვენა და მარცხენა ხელით შეჯიბრებისას 126 მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქროს, 46 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
 
ქართველი პარამკლავჭიდელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати