USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
საქართველოს ოლიმპიური გუნდი ტოკიოში გაემგზავრა
Date:  420

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი 30-კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან: ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ოლიმპიური გუნდი სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარდგება.

მოგეხსენებათ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წელს იყო ჩანიშნული, მაგრამ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ზუსტად ერთი წლით გადაიდო და ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურმა თამაშებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელი შეინარჩუნა და შეჯიბრებები „ტოკიო 2020“-ის ფარგლებში ჩატარდება.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან. 24 ივლისიდან კი საქართველოს სახელით შეჯიბრებებში პირველნი ჩაერთვებიან: ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიამიანი (60 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი (69 კგ) და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს. ქართული სპორტის გულშემატკივრებს როგორც ქართველი სპორტსმენების გამოსვლის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ხილვის საშუალება მიეცემათ.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way