USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი 4-0 დაამარცხა
თარიღი:  974

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში კვიპროსს შეხვდა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ანგარიში 46-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. რამდენიმე წუთში კი მეორე ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ გაიტანა. მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე კი კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გაუკეთა ლევან შენგელიას, რომელმაც ჩვენი ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეოთხე დამატებით წუთზე კი კვიპროსის კარში ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები დარჩა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩვენი გუნდი სახლში შოტლანდიასთან და სტუმრად ესპანეთთან გამართავს.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის