კვიპროსის ქალაქმა ლარნაკამ უმასპინძლა პრესტიჟულ ტურნირს - „კარატე 1, სერია A“. შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს კარატეს ნაკრებიც. +84 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა მერაბ გელაშვილმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა იაპონელ სპორტსმენთან, ფუმია იოშიმურასთან, ანგარიშით 0:2 დათმო.
-84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლუკა ვასაძე, რომელმაც თურქეთის წარმომადგენელ არსლან ჰასანს ანგარიშით 3:0 სძლია.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.