2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა. სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა სადებიუტო გოლით პირველი ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ. ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთთან დამარცხდა.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.
„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, - აღნიშნა ვენსმა.