USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
საქართველოს მთავრობამ ამერიკული კომპანია „Frontera Resources“-ს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების უმრავლესობა მოუგო.
Date:  1481

2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჟამად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.

Frontera Resources mobilises workover rig to T-16 well in the ...

საქართველომ კომპანია „Frontera“ 1997 წელს დადებული ხელშეკრულების პირო­ბების დარღვევაში დაადანაშაულა. მთავრობა ამტკიცებს, რომ კომპანიამ უარი თქვა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის ის მიწები, რომელსაც ის აღარ იყენებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ სააპელაციო სარჩელი შეიტანა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში,“Frontera“ შემხვედრი სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით 3,5 მილიარდი დოლარი მოითხოვა. კომპანიამ ქვეყნის მთვ­რობა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ტერიტორიის წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოქვეყნებული გან­ცხა­დების თანახმად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა თავისი შეხედულება, რომ „Frontera“-მ „მნიშვნელოვნად დაარღვია ხელშეკრულება“, როდესაც მიწის დაბრუნებაზე თქვა უარი. ეს მიწები  მთელი საკონტრაქტო ფართო­ბის 99% შეადგენდა.

მთვრობის თქმით „Frontera Resources“ ყველა შემხვედრი სარჩელი უარყოფილი იყო.

საქართველოში «Frontera Resources  მრავალწლიანი საქმიანობა წინააღმდეგო­ბებით იყო სავსე, მათ შორის იყო თანამშრომლებისთვის ხელფასის გადაუხდელობის ბრალდება.

ამერიკის კონგრესის ზოგიერთი წევრი (რომელიც საკუთარი საარჩევნო კომპანიისთვის  შემოწირულობას  «Frontera Resources-გან იღებდნენ) საჯაროდ გამო­ვი­და კომპანიის დასაცავად. რამოდენიმე კონგრესმენმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის ქმედება  «Frontera Resources-ს მიმართ და ეს ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარებას დაუკავშირა.

«Frontera Resources - ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების საერთაშორისო  კომპანიაა შტაბ-ბინით ჰიუსტონში, ტეხასის შტატი. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან  მუშაობს და მათი ვებ-გვერდის თანახმად 5060 კვ.კმ. ფართობზე მუშაობს.

2015 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ კახეთში 3,8 ტრილიონი მ3 გაზი აღმოაჩინა. ერთი წლის შემდეგ  იმ დროს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას სამინისტროში არ გაუკეთებია მოთხოვნა რეზერვის მოპოვებაზე, მიუხე­და­ვად იმისა, რომ სახელმწიფო ყოველწელს აგრძელებდა მათთან კონტრაქტს.

2016 წლის განცხადებაშის საქართველოს ნავთობგაზის კორპორაცია იუწყებოდა, რომ „“Frontera Resources“  ანგარიშში მითითებული რესურსების არსებობის დასადას­ტუ­რებლად, მნიშვნელოვანია  კონკრეტული მიზანმიმართული ქმედებების გატარე­ბა. მაგრამ კომპანიას აქამდე არ წარუდგენია გეგმა, რომელიც ამ მიზანს მოემსახუ­რება“.

გაფიცული  თანამშრომლები

2019 წლის დეკემბერში „Frontera Eastern Georgia“ რამოდენიმე ათეული თანამშრომელი გაიფიცა  იმის გამო, რომ კომპანიამ 11 თვის ხელფასი დაუგვიანა.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“  მაშინ განაცხადა რომ ვერ ჩაერევა დავაში, მიუხედავად იმისა რომ „Frontera Eastern Georgia“ აქციების 50 % ფლობს.

2020 წლის თებერვალში კორპორაციის დირექტორმა გოგა ტატიშვილმა „რადიო თავისუფლების“  ქართულ სამსახურთს უთხრა, რომ გაფიცვის შემდეგ კომპანიამ 90 თანამშრომელი გაანთავისუფლა. „Frontera Resources“ პრეზიდენტმა ზაზა მამულა­შვილ­­მა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და კომპანიამ თანამშრომლებს მხო­ლოდ რამოდენიმე თვის ხელფასი დაუგვიანა.  იმ ადამიანებს კი ვინც ტელევიზიით გამოდიან და რაღაცას ითხოვენ სულაც არ იცნობენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროს და ბატონი ტატიშვილის შეგულიანებული არიან.

დავა მილიარდებზე - „ფრონტერა“ და ...

Fronteraა“ ლობისტები აშშ კონგრესში.

2020 წლის იანვარში რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობა „ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებში „ დაადანაშაულეს.

„პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და დიდი სიფრთხილით განიხილებოდა"- ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

„ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნეს ინტერესები საქართველოში შევიწროვებას და ექსპროპრეაციას განიცდიან. ამისი ნათელი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია „Frontera Resources“ ჰიუსტონიდან (ტეხასის შტატი).

 კიდევ ერთი რესპუბლიკენლი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი შეშფოთებული იყო „საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მაჩვენებლებში ნეგატიური ტენდენციების ზრდით“. წარმომადგენლობით პალატაში გამოსვლისას პიტ ოლსონმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და მხურვალედ იცავდა კომპანია „Frontera“-ს.

„Frontera Resources“  უკვე მრავალი წელია ბურღვით სამუშაოებს ეწევა საქართველოში. კარგი სამუშაო ადგილები შექმნეს ამერიკაში და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე მთვრობამ არ მიითვისა მათი ოპერაციები, მთელი აღჭურვილობა. დღეს ისინი აღარ მუშაობენ საქართვე­ლოში“ განაცხადა ოლსენმა.

არაკომერციული კვლევითი ჯგუფის Opensecrets.org, მონაცემებით (რომელიც აშშ-ს პოლიტიკაში ფინანსებს ადევნებს თვალს) 1998 წელს კომპანია „Frontera“-მ საკუთარი საქმიანობის ლობირებაზე ნახევა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. „Frontera“ დასაცავად გამოსული სამივე რესპუბლიკელი კონგრესმენი  შემოწირულობას იღებდა კომპანიისაგან - აცხადებს opensecrets.org.

business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way