USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 26 დეკემბერის №593 დადგენილებით, მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა დააწესა
дата:  503

მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა განუსაზღვრა.  საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბერის №593 დადგენილებით , მომავალი წლიდან 100 ლარის ან მეტი ღირებულების მედიკამენტის რეალიზაციას კომპანიები მხოლოდ 20 ლარის ფასნამატით შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან ძალაში შედის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, რომელიც განსაზღვრავს ფასის იმ მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც პროდუქტის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. კერძოდ, თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – რეალიზატორს მისი მაქსიმუმ 40%-იანი მოგების მარჟით რეალიზაციის უფლება ექნება. 50-დან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში მაქსიმალური მარჟა 15%-ით განისაზღვრა, 100 ლარი ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს. 

მუხლი 9. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული საცალო ფასის დათვლის წესი

1. რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით:

ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა;
ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა;
გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა;
დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა;
ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა;
ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა;
ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.


რეფერენტული ფასი ორ დონედ დადგინდება. კერძოდ, ფასის რეგულირების პირობები განსხვავებული იქნება ორიგინალური და გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში.

კერძოდ, ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ბიოლოგიური ორიგინალის, რეფერენტული ფასის დადგენისას შესადარებელ პროდუქტად გამოიყენება რეფერენტულ ქვეყნებში იგივე ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ბიომიმსგავსებული პროდუქტის, რეფერენტული ფასის დადგენისას შესადარებლად გამოიყენება რეფერენტულ ქვეყნებში მოძიებული ყველა შესადარებელი პროდუქტი (გარდა ორიგინალისა).

ფასების გეგმური გადახედვა წელიწადში ერთხელ განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით 10%-ით ან მეტით გამყარდება ან გაუფასურდება, ეს იქნება საფუძველი ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებული ფასები განახლდეს.

აღსანიშნია, რომ ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати