USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
საქართველოს მთავრობა - საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე
თარიღი:  571

საქართველოს მთავრობის განცხადებით 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა.

2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა.
პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტლიდან, კვარტლების მიხედვით სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელსაც.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. 2022 წელს სამუშაო ძალა 1,551.6 ათასი შეადგინა.
აღნიშნული ნათლად ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე.
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის