USD 2.6759
EUR 3.1581
RUB 3.4619
Tbilisi
საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები
Date:  414

ადგილობრივი და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური სტაბილურობის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ეისითი კვლევის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური განწყობებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესწავლა, იკვეთება, რომ საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი. ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით: ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.  როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება.

მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აშკარად ჩანს ეკონომიკური გამოწვევები: მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს.

ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ვინ უნდა იყოს ძირითადი აქტორი მისი გამოსწორების პროცესში. მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.

მომხმარებლის ქცევის მოსალოდნელი ცვლილება – რა ტიპის ხარჯები შემცირდება და გაიზრდება ეკონომიკური კრიზისის პირობებში?

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი არამხოლოდ მოსახლეობის განწყობებზე მოქმედებს, არამედ ცვლის მათ ფინანსურ გეგმებსაც. ეკონომიკური პესიმიზმის პირობებში მოქალაქეები იწყებენ ხარჯების გადახედვას და პირველ რიგში მზად არიან შეამცირონ ის დანახარჯები, რომლებიც არ განიხილება პირველადი საჭიროებების კატეგორიაში. სწორედ ამ პროცესში იკვეთება სექტორები, რომლებზეც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ხარჯების შემცირება, და სფეროები, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მაღალი ხარჯვის პოტენციალს.

ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში, მოსახლეობა პირველ რიგში HORECA სექტორს განიხილავს ხარჯების შემცირების სამიზნედ. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე, ხოლო 29% — გართობის მიმართულებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.

ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გარკვეულ კატეგორიებში მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს ხარჯვის მაღალ განწყობას — რაც მიუთითებს ამ სერვისებისა და პროდუქტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

კერძოდ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ — ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ.

ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას. აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

წყარო:https://actresearch-global.com/

society
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way