USD 2.6647
EUR 3.0996
RUB 3.5985
Tbilisi
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამოასთან 19:20 დამარცხდა
Date:  749

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 19:20 დამარცხდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა.

პირველ ტაიმი სამოამ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმი სამოელთა უპირატესობით დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას სრულად ფლობდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ დაცვის შეცდომის შედეგად სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსთან გამართავს.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way