USD 2.6171
EUR 3.0191
RUB 3.1286
Тбилиси
საქართველოს მოქალაქეებს 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
дата:  1669

ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ბრიუსელში, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, რომელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, შეთანხმება მოახერხეს და შეთახმდნენ იმ ქვეყნების სიაზე რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე 1-ლი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

სია საბოლოოდ შაბათ საღამომდე უნდა ჩამოყალიბებულიყო, ხოლო ორშაბათს კვალიფიციური ხმათა უმრავლესობით უნდა მიღებულიყო. მაგრამ ზოგიერთმა დედაქალაქმა შემდგომი შემოწმებისთვის დროის გადაწევა მოითხოვა.

სიაში ვერ მოხვდნენ: აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.

14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება: ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, რუანდა, ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати