USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
საქართველოს მოპარული ისტორია - რა წერია წიგნში, რომელიც 1956 წელს კრემლის ბრძანებით დამალეს
თარიღი:  1582
თუ ამ წიგნს მიყვები, ეს უკვე იმას ხსნის, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. კერძოდ - მიადგები უკვე ბიბლიასაც. ბიბლიაში ვაწყდებით, მამა აბრაამი ქალდეველი, ქალაქი ურიდან... მამა აბრაამიდან დაწყებული, მარიამით დამთვარებული, ყველა არის ქალდეველ-ხეთელი, ქალდეველ-ხეთელი... საფლავსაც ერთად იღებენ და ერთად საფლავდებიან ქალდეველ-ხეთელები. ეს ქალდეველები და ხეთელები, ქალაქი ური, ქალაქი ურთა, ქალაქი ერიდუ, ლაგაზი, ურეკი, სოფელი ქალდეა, გვარი ქალდანი, ხეთა და ა.შ... აქ უკვე ყველაფერი გაიხსნა.
 
რასაც ახლა გეტყვით, ამას ქართველი საზოგადოება პირველად გაიგებს. თალმუდში ამოვიკითხე შოკისმომგვრელი რამ - ებრაელების ღმერთი იაჰვე ეუბნება ებრაელობას, თუ გინდათ, მე გავიგო, ჩემმა ანგელოზებმა (ანუ ღმერთის ანგელოზებმა) არ იციან ეს ენა, ქალდეურ ენაზე ილოცეთ და მომმართეთო. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, უნდა დაემალათ. აი, ჩვენ, ქართველები, ამის მატარებელი ჯიში ვართ. აქ უკვე მიდიხარ იქამდე, რასაც უფალი ჰქვია, მამა ღმერთი. იესოს ვეძახით, ძე აბრაამისა და დავითისა... ბაგრატიონები ხომ ამბობენ, „დავითთიანნი", - ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ებრაელები არიან, - არა, გენეტიკური მდგომარეობა დავითისა და ბაგრატოვანთა ერთია, ისევე როგორც სამეფო გენეტიკური ხაზი აქვს მარიამ ღვთისმშობელს. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ამის შესახებ, რომ თუკი ამას კარგად დავუკვირდებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატოვანები და მარიამ ღვთისმშობელი ერთი გენეტიური ხაზის მატარებლები არიან. ამით მთელი მსოფლიო ისტორია ბრუნდება. თუმცა, მარტო ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და ნიკო ბერძენიშვილმა კი არ იცოდნენ, ამის შესახებ უდიდესმა მეცნიერებმა იცოდნენ. მაგრამ ეს არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს არის ვიწრო წრისთვის. ფართო საზოგადოება ამ სახელმძღვანელოთი იგებს.
 
მე და ბრწყინვალე ისტორიკოსმა, ბატონმა ზურაბ რატიანმა განათლების მინისტრს ვუთხარით, დაბრუნდეს საქართველოს მოპარული ისტორია სკოლებში. იმიტომ, რომ ილია გვეუბნება, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც შენს ისტორიას დაივიწყებ". გათახსირება უკვე დაწყებულია. საქართველოს ისტორია საინტერესო აღარ არის, არ არის საინტერესო მარიამ ღვთისმშობელი, არ არის საინტერესო იესო ქრისტე... ბოლო ამოსუნთქვისას, როდესაც იესომ თქვა, „ელი, ელი, ლამა საბაქთან" - ეს იყო პროტოქართული ენა. იესო ლაპარაკობდა ქალდეურად, მაგრამ როდესაც ესაუბრება მოციქულებს, მაშინ არამეულად საუბრობს, მაგრამ როდესაც გასაკეთებელი აქვს რაღაც ისეთი, თუნდაც ეშმაკები განდევნოს, მამას უნდა ესაუბროს, მაშინ სხვა ენაზე საუბრობს, აი, ეს ის ენაა, რასაც ქალდეური ენა ჰქვია. როგორ შეიძლება, ამაზე დოკუმენტური ფილმი არ გაკეთდეს?!
 
ტარკოვსკის მოსწავლე დათო ნაცვლიშვილს, ზურაბ რატიანსა და მე სცენარი, სინოფსისი გვაქვს ამ წიგნის მიხედვით. ვიღაც ქართველი უნდა მოიძებნოს, რომ გადავიღოთ ფილმი, მსოფლიოს დავუტრიალოთ „Discovery"-ზე, ეს უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ", - ამბობს მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი.
 
ავტორ(ებ)ი : reportiori.ge
geotimes.ge
06.11.2016
რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.