USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
Date:  61
13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 
პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს.
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
იესოს თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
„კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა“ უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.
ეკლესიას თითოეული მოციქულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. თავად სვეტიცხოვლის ტაძარი ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

ლოცვა, რომელიც მორწმუნე ადამიანმა ამ დღეს უნდა წაიკითხოს:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის, და შემწისა უძლეველისა სუეტისა წმიდისა და ღვთივ-ბრწყინვალისა სუეტისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდმო ქსოვილსა კუართსა ზედა, და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა, და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, და ცისკრის და სიხარულსა მრჩობლისა მიანიჭებს, რომელი ქებასა შეასხამენ:გიხაროდენ სუეტო ბრწყინვალეო.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way