USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
საქართველოს ლეგენდების ნაკრები „მილანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა
дата:  912

2:2 - ლეგენდების მატჩის ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით დასრულდა. საბოლოო შედეგს პენალტების სერია გადაწყვეტს.

„მილანის“ კარში გოლები გიორგი დემეტრაძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. „მილანიდან“ კი მარკო ბორიელომ და კლარენს ზეედორფმა იმარჯვეს.

პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.

ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდნენ.

საქართველოს ნაკრების ლეგენდები:

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, მურთაზ შელია, ალეკო ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გელა ინალიშვილი, დავით მუჯირი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ქინქლაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ აშვეთია.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

„მილანის“ ლეგენდები:

დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა

 

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати