საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები - მათ შორის, ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები - საერთაშორისო მატჩებზე მაისურებზე წარწერას „საქართველო“ გამოიყენებენ, რითაც ინგლისური „Georgia“-ს ჩანაცვლება მოხდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა.
საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია
გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საქართველო ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ფიბამ (საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია) მშობლიურ ენაზე და უნიკალური დამწერლობით - ქართულად - ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ქვეყნის სახელის გამოყენების ნება დართო.
ფიბას მხრიდან ამ ნაბიჯის აღიარება საერთაშორისო დონეზე ენობრივი მრავალფეროვნებისადმი მზარდი ყურადღების და კულტურული იდენტობის პატივისცემის მაგალითია.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ასპარეზზე გაძლიერებას.
წარწერა „საქართველო“ არა მხოლოდ ფორმებზე გამოჩნდება, არამედ აისახება ბრენდინგში, სარეკლამო მასალებში და ფედერაციის ციფრულ არხებზეც.
ახალი ფორმები და ვიზუალური იდენტობა პირველად ასაკობრივ და ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე იქნება გამოყენებული. აგვისტოში კი, ქვეყნის მთავარი ნაკრები, ევროპის მთავარ სცენაზე - ევრობასკეტზე სწორედ ამ ფორმით წარსდგება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.