USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებები ოფიციალურ ფორმებზე „Georgia“-ს ნაცვლად „საქართველო“-ს გამოიყენებენ
Date:  837

საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები - მათ შორის, ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები - საერთაშორისო მატჩებზე მაისურებზე წარწერას „საქართველო“ გამოიყენებენ, რითაც ინგლისური „Georgia“-ს ჩანაცვლება მოხდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა.

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საქართველო ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ფიბამ (საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია) მშობლიურ ენაზე და უნიკალური დამწერლობით - ქართულად - ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ქვეყნის სახელის გამოყენების ნება დართო.

ფიბას მხრიდან ამ ნაბიჯის აღიარება საერთაშორისო დონეზე ენობრივი მრავალფეროვნებისადმი მზარდი ყურადღების და კულტურული იდენტობის პატივისცემის მაგალითია.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ასპარეზზე გაძლიერებას.

წარწერა „საქართველო“ არა მხოლოდ ფორმებზე გამოჩნდება, არამედ აისახება ბრენდინგში, სარეკლამო მასალებში და ფედერაციის ციფრულ არხებზეც.

ახალი ფორმები და ვიზუალური იდენტობა პირველად ასაკობრივ და ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე იქნება გამოყენებული. აგვისტოში კი, ქვეყნის მთავარი ნაკრები, ევროპის მთავარ სცენაზე - ევრობასკეტზე სწორედ ამ ფორმით წარსდგება.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებებს

society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way