USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
дата:  406
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ.
მოგვიანებით, თაღლითობის თაობაზე ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორისთვის. ამ უკანასკნელმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მეგობრული და საქმიანი კავშირების გამო, არ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე, რამაც დაზარალებული პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცველებისთვის შეტყობინების შიშით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხსენებულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულისთვის დასაბრუნებლად 6 200 აშშ დოლარი გადასცეს, საიდანაც მან დაზარალებულს 4 800 აშშ დოლარი მისცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი მიითვისა.
დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати