USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს
Date:  741

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას FIFA-ს (2006-2022) და UEFA-ს (2010-2022) ყოფილი არბიტრი, ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს. გამოცდილი არბიტრი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მსაჯებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

ჯუნეით ჩაქირმა, მსაჯებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს და ზოგადად სფფ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენს შორის შედგა შესანიშნავი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შემომთავაზეს ეს პოზიცია“, განაცხადა ჩაქირმა.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way